ქართველი აკაკი გოგია, რომელსაც გერმანული პასპორტიც აქვს და "ვოლფსბურგის" ღირსებას იცავდა რეგიონალლიგაში, დღეს განათხოვრების წესით "აუგსბურგში" გადავიდა.
აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული transfermarkt.de - ავრცელებს, სადაც ფეხბურთელის საბაზრო ფასიცაა მითითებული და ის 125 ათას ევროს შეადგენს.
გოგიას გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრებში სამი მატჩი აქვს ჩატარებული. მისი დებიუტი "მგლების" 19-წლამდელებში 2010 წელს შედგა.
მიმაგრება: |