მთავარი » 2011 » მაისი » 12 » მიხეილ სააკაშვილი: მომავალ წელს გზებისთვის 700-800 მლ. დოლარს დახარჯავს
14:56 მიხეილ სააკაშვილი: მომავალ წელს გზებისთვის 700-800 მლ. დოლარს დახარჯავს |
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, მომავალ წელს საქართველოში მარტო გზებზე დამატებით 700-800 მილიონ დოლარს დავხარჯავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ეროვნული ბიზნესდაჯილდოების "მერკური 2011"-ის ცერემონიალზე ისაუბრა.
"ჩვენ გავაკეთებთ იმას, რისთვისაც სხვა ქვეყნებს ევროკავშირში შესვლა დასჭირდათ - ევროკავშირში შესვლის მთავარი მიღწევა ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის იყო ის, რომ მათ გზები გაუკეთეს. მართალია, ჯერ არ ვიქნებით ევროკავშირში, მაგრამ საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილში ყველა მიმართულებით კარგი გზები გვექნება", - განაცხდა მიხეილ სააკაშვილმა და აქვე დასძინა, რომ დასაქმების პერსპექტივა არის მშენებლობის სფეროშიც, რომელიც ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს.
მიმაგრება: |
კატეგორია: News - ახალი ამბები |
ნანახია: 623 |
დაამატა: Germana
| ტეგები:
| რეიტინგი: 0.0/0 |
|