მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 05:56
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 12 » საქართველო იზრდება და ელიტას უახლოვდება


    15:36
    საქართველო იზრდება და ელიტას უახლოვდება
    "საფრანგეთში და წამყვან სარაგბო ქვეყნებში, პატარა მორაგბეებს მეტი განვითარების შანსი აქვთ. 15-წლამდელთა და 17-წლამდელთა ნაკრებებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა, რადგანაც იქ, განვითარების დინამიკა ბევრად მაღალია, ვიდრე ჩვენთან. ახლა, როდესაც თბილისსა და რეგიონებში სავარჯიშო მოედნების პრობლემები შედარებით ნაკლებია, მეტი განვითარების შანსი ჩვენც გვაქვს და ქართული რაგბიც მეტი ტემპებით განვითარდება”, - თქვა საფრანგეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს 15-წლამდე მორაგბეთა მთავარმა მწვრთნელმა ზვიად სუხიშვილმა.
    ქართველმა ბავშვებმა ფრანგულ ტურნეზე მართლაც შესაშური შედეგი აჩვენეს. ვიენის ტრადიციულ ტურნირზე, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება, საქართველოს ნაკრებმა შვიდი თამაში ჩაატარა და შვიდივე მოიგო. აღსანიშნავია, რომ ამ შვიდ მატჩში, პატარა ქართველებმა ძალიან კარგი დაცვა ითამაშეს და მხოლოდ ერთი ლელო გაუშვეს. მეოთხედფინალში "ვიენას” გუნდთან გამართულ მატჩში, გუნდებმა თითო ლელო გაიტანეს და შეხვედრა ფრედ დასრულდა. რეგლამენტის თანახმად, ნახევარფინალში ის გუნდი გადიოდა, რომელიც მეტ ლელოს გაიტანდა. ეს მაჩვენებელი თანაბარი იყო. შემდგომში უპირატესობა ტურნირზე მიღებულ წითელ ბარათებს ენიჭებოდა. წითელი ბარათი არცერთ გუნდს არ ჰქონდა, მაგრამ ქართველებს ერთი ყვითელი ბარათი ჰქონდათ მიღებული და ორგანიზატორებს ნახევარფინალში მასპინძლები გაჰყავდათ, თუმცა, ქართული გუნდის მენეჯმენტმა, იმ მიზეზით, რომ დებულებაში ყვითელ ბარათებზე არაფერი ეწერა, გამარჯვებულის სხვა გზით გამოვლენა მოითხოვა და არეკნებში საქართველოს ნაკრებმა იმარჯვა.
    ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა იმ "ბურგუენს” სძლია, რომელისგანაც ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთი ლელო გაუშვა. ფინალში მათი მეტოქე "სენ ჟორჯი” იყო, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრაში, ქართველებმა ბურთი შეტევაში დაკარგეს, მეტოქის მორაგბემ საკუთარი 22-დან ირბინა და თავის გუნდს 12:0 მოაგებინა. ამრიგად, საქართველოს ნაკრები ვიენაში მეორე ადგილს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ ორი წლის წინ, სულ პატარა "ბორჯღალოსნებმა” ეს ტურნირი მოიგეს, მაგრამ რაგბის კავშირში ამ შედეგს უკან გადადგმულ ნაბიჯად სულაც არ მიიჩნევენ.
    "ის, რომ მოწინავე პოზიცია სტაბილურად გვიჭირავს, ბევრ რამეზე მეტყველებს. რადგან ჩვენი დონის გუნდებს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ვჯობნით, ჩვენი მთავარი მიზანი, ელიტარული სარაგბო ქვეყნების ნაკრებების შევიწროვებაა და ამისათვის, ასეთი ტურნირები აუცილებელია. ჩვენ არცერთ ასაკობრივ ნაკრებში ჩავარდნა, ან წყვეტა არ გვაქვს და ეს სწორი მუშაობის შედეგია. ისიც სათქმელია, რომ საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებს მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო ჰქონდა, მაგრამ მაინც საუკეთესო შედეგი აჩვენა. მწამს, შორს არაა ის დრო, როდესაც ნახტომისებური წინსვლა გვექნება”, - თქვა გია ჭუმბურიძემ.
    ორი წლის შემდეგ, საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები ვიენას ტურნირზე კვლავ გაემგზავრება, ოღონდ, ამჯერად იქ მეორე, 17-წლამდელთა ნაკრებიც წავა, ანუ ის ბიჭები, რომლებმაც წელს პატარებში მეორე ადგილი დაიკავეს. ვიენას ტურნირის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა კუნძულ კორსიკაზე გადაინაცვლა და იქ რვავე შეხვედრა ისე მოიგო, რომ ერთი ლელოც არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ ტაიმების ხანგრძლივობა სულ რაღაც 7 წუთი იყო (გუნდებში 12-12 მორაგბე თამაშობდა), ქართველებმა მეტოქეს ასტრონომიული ანგარიშებით აჯობეს. აღსანიშნავია, რომ ახალი ზელანდიის ცნობილი სარაგბო მექის, ქრაისთჩერჩის 47:0 დამარცხების შემდეგ, მან ქართველებს იმის გამო მოუბოდიშა, რომ სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დაიჩივლა, ბიჭები 600 მორაგბედან შევარჩიე და ამის გამო გაგვიჭირდაო. საქართველოს ეს ასაკობრივი ნაკრები 75 მოთამაშიდან შეიკრიბა(!).
    ზვიად სუხიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ რიჩი დიქსონის ჯგუფს, რომელიც ამ ასაკობრივი ნაკრებისთვის შესაფერის კვებას, ვარჯიშების ხანგრძლივობას და დატვირთვების სიდიდეს განსაზღვრავს. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ახლა, ქართველი ბავშვები ხელით ბევრად უკეთ თამაშობენ, ვიდრე თუნდაც ორი წლის წინათ და ამ კუთხით განვითარება კიდევ გრძელდება.
    "ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინეთ. ყველაზე მეტად ის მესიამოვნა, რომ წელს ზევით ბოჭვა არ შეიძლებოდა და ხელით უკეთ ვითამაშეთ. ვიენას ტურნირის ფინალში, მეტოქე სათანადოდ ვერ შევაფასეთ, თამაში წინდაწინ მოგებულად ჩავთვალეთ და ამის გამო დავისაჯეთ”, - ეს სიტყვები საქართველოს 15-წლამდე მორაგბეთა ნაკრების კაპიტან ბექა მაზმიშვილს ეკუთვნის.
    შეიძლება ითქვას, რომ ქართულ რაგბის მართლაც ღირსეული მომავალი აქვს, ოღონდ, აუცილებელია, რომ სამომავლოდ, ვიენას და მსგავს ტურნირებში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებებმაც მიიღონ მონაწილეობა, რაც წელს არ გამოვიდა და შორს არ უნდა იყოს დრო, როდესაც ქართველები ელიტარული ქვეყნების წარმომადგენლებს, ეროვნული ნაკრებების დონეზეც ღირსეულად ეთამაშებიან. მანამდე კი, 21-დან 26 ივნისამდე, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს, საკუთარი სიძლიერის დამტკიცება რუმინეთში მოუწევს, სადაც მათი მეტოქეები მასპინძლების, რუსეთისა და უკრაინის ნაკრებები იქნებიან.

    საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა: 1. ვახო გაბისიანი (ჯიქები), 2. გიგი ქურასბედიანი (ჯიქები), 3. ლაშა საჯაია (ჯიქები), 4. ირაკლი სვანიძე (ხულიგანა), 5. სოსო ჯაფარიძე (ხულიგანა), 6. ლუკა იურინი (აკადემია), 7. ბექა მაზმიშვილი (აკადემია), 8. ვახტანგ ქავთარაძე (აკადემია), 9. კოტე ახობაძე (აკადემია), 10. სანდრო ილურიძე (აკადემია), 11. თორნიკე მანაგაძე (ქუთაისი), 12. შოთა არეშიძე (ქუთაისი), 13. გივი ლოსაბერიძე (ქუთაისი), 14. ნოე კოპალიანი (თ.ს.უ.), 15. გიორგი ჯოხია (თ.ს.უ.). 16. დაჩი ელერდაშვილი (ვეფხვები), 17. გიორგი ჯღამაია (ფოთი), 18. გუგა შავიძე (თ.ს.უ.), 19. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი).

    ვიენის ტურნირი
    საქართველო - ბურგუენი (საფრანგეთი) 17:7
    საქართველო - ოქროს სანაპირო (საფრანგეთი) 39:0
    საქართველო - ლიეჟი (ბელგია) 29:0
    საქართველო - კორსიკა (საფრანგეთი) 14:0
    საქართველო - ლიტვა 17:0
    საქართველო - რასინგ ვიენა (საფრანგეთი) 45:0
    საქართველო - ჟენევა (შვეიცარია) 36:0
    საქართველო - ვიენა (საფრანგეთი) 5:5
    საქართველომ გაიმარჯვა არეკნებით
    საქართველო - ბურგუენი (საფრანგეთი) 12:0
    საქართველო - სენ ჟორჟი (საფრანგეთი) 0:12
    კორსიკას ტურნირი
    საქართველო - კორსიკა-2 (საფრანგეთი) 40:0
    საქართველო - ვიენა რვრ (საფრანგეთი) 64:0
    საქართველო - ვიენა რვრ-2 (საფრანგეთი) 57:0
    საქართველო - მარსელი (საფრანგეთი) 38:0
    საქართველო - კორსიკა (საფრანგეთი) 41:0
    საქართველო - სარდინია (სარდინია არ გამოცხადდა)
    საქართველო - კორსიკა-3 (საფრანგეთი) 17:0
    საქართველო - ქრაისთჩერჩი (ახალი ზელანდია) 47:0
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 681 | დაამატა: Germana | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011