მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

ოთხშაბათი, 15.05.2024, 01:40
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 12 » უშედეგო ფინიში


    15:39
    უშედეგო ფინიში
    ბაქოს დიდი პრიზი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ერთი მედლით ჩაამთავრა. სამდღიანი ტურნირის პირველ დღეს, ამირან პაპინაშვილის მიერ მოპოვებულ ოქროს, მეორე-მესამე დღეს ავსტრიელი სპეციალისტის, პიტერ ზაიზენბახერის გუნდის წევრთაგან ვეღარავინ ვერაფერი შემატა. დღეს ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში – 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდნენ. საქართველოს დროშის ქვეშ სამმა ძიუდოისტმა იჭიდავა, მაგრამ საწყის ეტაპს ვერც ერთი ვერ გასცდა.
    ქართული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ ლიპარტელიანმა გერმანელ კრისტოფერ ლამბერტს იპონით სძლია. მერვედფინალში კი მოულოდნელად, ყაზახ ალექსანდრ კასაჩევთან წმინდადვე წააგო და მხოლოდ 24 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. არადა, წარმატების შემთხვევაში, სარეიტინგო ცხრილში მეათედან მე-7 საფეხურამდე ასვლის შანსი ეძლეოდა.
    100 კილოგრამში, ნაკრების ავსტრიელმა თავკაცმა კონსტანტინე მუკვანს და ალექსანდრე მსხალაძეს მისცა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ ორივე პირველსავე წრეში – ოცდამეთორმეტედფინალში ჩარჩა. თან ორივემ იპონით წააგო - მუკვანმა უკრაინელ არტემ ბლოშენკოსთან, ხოლო მსხალაძემ რუს ასხაბ კოსტოევთან.
    მძიმე წონაში, კიმონო ნოდარ მეტრეველს უნდა მოერგო, მაგრამ სატურნირო ბადიდან ბოლო მომენტში ამოიღეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ხელი ტრავმამ შეუშალა. თუ მართლა ასეა, მაშინ მეტრეველი თბილისში, სავარაუდოდ, ამ დღეებში დაბრუნდება, ხოლო ნაკრების სხვა წევრები ბაქოში დარჩებიან, ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად.
    საერთო გუნდურ ჩათვლაში, ზაიზენბახერის გუნდმა, სლოვენიისა და ეგვიპტის ნაკრებებთან ერთად, მე-4 ადგილი დაიკავა. ცნობისათვის, სლოვენიელებს მამაკაცებში ერთადერთი მონაწილე ჰყავდათ, ეგვიპტელებს კი - 5. გუნდური ჩემპიონობა უზბეკეთს ერგო. ამ ქვეყნის მამაკაცთა ნაკრების 13 წევრიდან ორმა ოქრო ირგუნა, ორმა – ვერცხლი, სამმა კი მე-5 ადგილით დაასრულა დიდი პრიზი.
    დღეს, უზბეკეთს თავისი წილი ოქრო 90 კილოგრამში მოჭიდავე დილშოდ ჩორიევმა მოუტანა. ფინალში მან რუს კირილ ვოპროსოვს სძლია. 100-ში, რამზიდინ საიდოვი გადამწყვეტ ბრძოლამდე მივიდა, თუმც იქ ჰოლანდიელ ჰენკ ხროლთან ვეღარას გახდა და ვერცხლს დასჯერდა. მძიმე წონაში კი, კვარცხლბეკი უზბეკის გარეშე შეივსო - უმაღლეს საფეხურზე ეგვიპტელი ისლამ ელ შეჰაბი ავიდა, რომელმაც ფინალში ბელარუსი იჰარ მაკარაუ დაამარცხა.
    მედლები ქალთა დარჩენილ ორ წონით კატეგორიაშიც გათამაშდა. 78 კილოგრამში, ყველას უნგრელმა აბიდალ ჟომ აჯობა, ხოლო +78-ში – რუსეთის სახელით მოჭიდავე თეა დონღუზაშვილმა.
    ძიუდო
    დიდი პრიზი
    ბაქო
    8 მაისი

    კაცები

    90 კგ
    1 დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი)
    2 კირილ ვოპროსოვი (რუსეთი)
    3 კაროლის ბაუზა (ლიტვა)
    3 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი)

    100 კგ
    1 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)
    2 რამზიდინ საიდოვი (უზბეკეთი)
    3 დანიელ ბრატა (რუმინეთი)
    3 არიელ ზეევი (ისრაელი)

    +100 კგ
    1 ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე)
    2 იჰარ მაკარაუ (ბელარუსი)
    3 სტანისლავ ბინდარენკო (უკრაინა)
    3 ვლადიმირს ოსნაკსი (ლატვია)

    ქალები

    78 კგ
    1 აბიგელ ჟო (უნგრეთი)
    2 ლუიზ მალზანი (გერმანია)
    3 ლუსი ლუე (საფრანგეთი)
    3 მარინდე ვერკერკი (ჰოლანდია)

    +78 კგ
    1 თეა დონღუზაშვილი (რუსეთი)
    2 სონგ იუ (ჩინეთი)
    3 ირინა კინძერსკა (უკრაინა)
    3 ფრანცისკა კონიცი (გერმანია)

    გუნდური ჩათვლა. კაცები
    ო ვ ბ V VII
    1 უზბეკეთი 2 2 0 3 0
    2 ჰოლანდია 1 0 1 0 0
    3 გერმანია 1 0 0 1 0
    4 საქართველო 1 0 0 0 0
    4 ეგვიპტე 1 0 0 0 0
    4 სლოვენია 1 0 0 0 0
    7 რუსეთი 0 1 1 2 0
    8 აზერბაიჯანი 0 1 1 1 0
    9 ბელარუსი 0 1 0 1 0
    10 ესპანეთი 0 1 0 0 0
    10 მონღოლეთი 0 1 0 0 0



    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 683 | დაამატა: Germana | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011