მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 18:27
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 16 » თასი პატრონს ჩაბარდა, რონალდუმ სარასა და სანჩესის რეკორდი გაიმეორა


    15:02
    თასი პატრონს ჩაბარდა, რონალდუმ სარასა და სანჩესის რეკორდი გაიმეორა

    ესპანეთის ჩემპიონატის ოცდაცამეტ შეხვედრაში გატანილი 38 გოლი - ასეთია მადრიდის „რეალის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს სუპერშედეგი. ძნელია, თანამედროვე ფეხბურთში მოვძებნოთ მოთამაშე, რომელსაც ამ შედეგის გამეორება ძალუძს. ლა ლიგისთვის სარეკორდო, 38-გოლიან ნიშნულს რონალდუმ „ვილიარეალთან" გამართულ მატჩში დუბლის შესრულებით მიაღწია და ალბათ, ეჭვი არავის ეპარება, რომ გათამაშების ბოლო ტურში, პორტუგალიელი საკუთარ მონაგარს კიდევ უფრო გაზრდის და რეკორდს, რომელიც აქამდე უგო სანჩესსა და ტელმო სარას ეკუთვნოდათ, ერთპიროვნულად დაეპატრონება.

    ერთი შეხედვით, საოცარია, რომ ასეთი შედეგების მქონე ფეხბურთელის გუნდი, საჩემპიონო ბრძოლაში უშანსოდ მარცხდება, მაგრამ ესპანური ფეხბურთისთვის ასეთი რამ უცხო ნამდვილად არაა. შორეულ 1950-51 წლების სეზონში, როდესაც „ბილბაოს" ლეგენდამ, ტელმო სარამ ოცდაათ მატჩში 38 გოლი გაიტანა, მისი გუნდი მე-7 ადგილს დასჯერდა. მიმდინარე სეზონში, ოცდაცამეტ შეხვედრაში 38 გოლის გამტანი რონალდუს „რეალმა" კი, პირწმინდად დათმო საჩემპიონო ბრძოლა „ბარსელონასთან".

    ლა ლიგის ერთ გათამაშებაში გატანილი გოლების მიხედვით, სარეკორდო მაჩვენებელს რონალდუმ მას შემდეგ მიაღწია, რაც „ვილიარეალთან" გამართულ მატჩში, საჯარიმო დარტყმების ზუსტად შესრულება გაიხსენა. პორტუგალიელს რომ სტანდარტების გოლებად ქცევა ძალიან კარგად გამოსდის, ეს სიახლე არავისთვისაა, მაგრამ საჯარიმო დარტყმიდან, უკანასკნელად, მას გასული წლის დეკემბერში ჰქონდა გატანილი. გუშინ, „ელ მადრიგალზე", მადრიდელთა შვიდიანმა ორჯერ გაისროლა ჯარიმიდან წარმატებით და გუნდს 3 ქულა მოუტანა.

    „ვილიარეალი"-„რეალის" შეხვედრაში, ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა, მას შემდეგ, რაც კაკას გადაცემით მეკარესთან პირისპირ გასულმა მარსელომ დაარტყა ზუსტად. ხუთ წუთში, რონალდუმ მეტოქის კარიდან ოციოდ მეტრში დანიშნული ჯარიმა შეასრულა კარგად და სტუმრების უპირატესობას სოლიდური სახე მისცა. II ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როდესაც გასპარის გადაცემის შემდეგ, ახლო მანძილიდან, კასილიასის კარი კანიმ აიღო, მაგრამ შეხვედრის მე-2 დამატებულ წუთზე, მორიგი ჯარიმის ზუსტად შესრულებით, რონალდუმ მადრიდელთა ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

    იმ დროს, როდესაც „რეალის" მოთამაშეები რონალდუს დასარტყმელ პოზიციაზე რაც შეიძლება მეტჯერ გაყვანას ცდილობდნენ, „ბარსელონას" ფეხბურთელები, კუთვნილი ჯილდოს მისაღებად ემზადებოდნენ. „დეპორტივოსთან" მატჩში, კატალონიელები, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე, 2010-11 წლების სეზონის ჩემპიონის რანგში წარსდგნენ და შეხვედრის დაწყების წინ, მასპინძლებმა მეტოქის მიერ გაკეთებულ საპატიო დერეფანში გაიარეს. გვარდიოლამ გუნდი მოედანზე მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით გაიყვანა, ლოტინამ კი, ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად 5 მცველის დაყენებით, თავიდანვე თანხმობა განაცხადა ქულის მოპოვებაზე. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გასაკვირი არ ყოფილა, რომ გუნდებმა არცთუ ბევრი სახიფათო მომენტის შექმნა მოახერხეს და 2008 წლის აპრილის შემდეგ პირველად, „კამპ ნოუზე" გამართული ლა ლიგის მატჩი უგოლოდ დასრულდა. შეხვედრის შემდეგ კი, კარლეს პუიოლმა, ზედიზედ მესამედ აღმართა ლა ლიგის თასი თავს ზემოთ.

    ოფიციალურად გაიფორმა მე-3 ადგილი „ვალენსიამ", რომელსაც „ვილიარეალის" წაგების გათვალისწინებთ, მიზნის მისაღწევად, ვალენსიურ დერბიში ქულის მოპოვებაც ეყო.

    გაირკვა იმ 3 გუნდის ვინაობაც, რომლებიც მომდევნო სეზონში, ესპანეთს ევროპის ლიგაზე წარადგენენ. ბოლო ტურში, „სევილია", „ბილბაო" და მადრიდის „ატლეტიკო" იმ ორ გუნდს გამოავლენენ, რომლებიც პირდაპირ ფლეი ოფის ეტაპიდან ჩაერთვებიან გათამაშებაში, ამ სამეულიდან ყველაზე ცუდი შედეგის მქონე გუნდს კი, ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში მოუწევს. ამჟამად, სამივე გუნდს თანაბარი რაოდენობის ქულები აქვს და თუ სიტუაცია ბოლო ტურის შემდეგაც არ შეიცვალა, „სევილია" და „ბილბაო" ფლეი ოფში პირდაპირ ითამაშებენ.

    ბოლო ტურის წინ, ყველაზე დიდი ინტრიგა ცხრილის ქვედა ნაწილშია. „ალმერია" და „ერკულესი" უკვე გავარდნილები არიან, ხოლო მე-18 ადგილისთვის თავის ასარიდებლად, ერთბაშად 6 გუნდი იბრძვის. ყველაზე ცუდად საქმე „სარაგოსას" აქვს, რომელიც მიუხედავად გუშინ 3 ქულის მოპოვებისა, კვლავ გასავარდნ ზონაშია. არსებობს იმის თეორიული შანსი, რომ არაგონელებმა, ბოლო ტურში, „ლევანტესთან" ქულის მოპოვების შეთხვევაშიც შეინარჩუნონ პრიმერაში ადგილი. ამისათვის საჭიროა, რომ თავიანთი შეხვედრები წააგონ „დეპორტივომ" და „ხეტაფემ". თუ მართლაც ასე მოხდა, ლიგა ადელანტეში „დეპორტივო" გადაინაცვლებს.



    ალმერია-მალიორკა 3:1 (3:1)

    ალმერია, "ხუეგოს მედიტერანეოსი”5000

    ალმერია(4-5-1): ესტებანი, მიჩელი (ორტისი 46), სილვა, გარსია, პელერანო, ლუნა, ხუანმა ორტისი, ხუანიტო, კორონა, პიატი (კრუსატი 67), უჩე (ულოა 89).

    მწვრთნელი: რობერტო ოლაბე.

    მალიორკა(4-2-3-1): ავატი, სენდროსი (პინა 74), ნუნიესი, რამისი, აიოსე, ვიქტორი, მარტი (კრესპი 85), ნსუე, კაზადეზუსი, პერეირა, ვებო (იენაგა 74).

    მწვრთნელი: მიკაელ ლაუდრუპი.

    გოლები: 1:0 უჩე (5), 2:0 ხუანმა ორტისი (15), 3:0 პიატი (32), 3:1 ვებო (42).

    გაფრთხილებები: პიატი 62 - ნუნიესი 90.

    მსაჯი: მიგელ პერეს ლასა.

    ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 11 (4)-10 (5), კუთხური: 3-7, თამაშგარე: 1-1, სეივი: 4-1, ჯარიმა: 9-7.



    ვილიარეალი-რეალი 1:3 (0:2)

    ვილიარეალი, "ელ მადრიგალი”22000

    ვილიარეალი(4-4-2): ლოპესი, გასპარი, მუსაჩო, მარჩენა, კაპდევილა, ვალერო, ბრუნო, სენა (ნილმარი 72), კანი (კასორლა 68), რუბენი (სისინიო 86), როსი.

    მწვრთნელი: ხუან გარიდო.

    რეალი(4-1-4-1): კასილიასი, რამოსი, პეპე, კარვალიო, არბელოა, ალონსო, რონალდუ, გრანერო (ალბიოლი 88), მარსელო, კაკა (იოზილი 70), ბენზემა (დი მარია 64).

    მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.

    გოლები: 0:1 მარსელო (17), 0:2 რონალდუ (22), 1:2 კანი (51), 1:3 რონალდუ (90).

    გაფრთხილებები: ვალერო 55, კანი 57, მარჩენა 57, კაპდევილა 70, ბრუნო 85 - ალონსო 77.

    მსაჯი: უნდიანო მალიენკო.

    ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 6 (2)-7 (5), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 2-9, სეივი: 2-1, ჯარიმა: 12-17.



    ხეტაფე-ოსასუნა 2:0 (0:0)

    მადრიდი, "ალფონსო პერესი”15000

    ხეტაფე(4-4-2): უსტარი, სანჩესი, კატა დიასი, მარიო, მარკანო, რიოსი, ბოატენგი, კასკერო (პარეხო 58), მანუ, მიკუ (ალბინი 57), კოლუნგა (ბორხა 83).

    მწვრთნელი: მიჩელი.

    ოსასუნა(4-2-3-1): რიკარდო, დამია (სორიანო 78), სერხიო, მიგელ ფლანო, მონრეალი (ლეკიჩი 88), პუნალი, ნეკუნამი (პანდიანი 70), სეხუდო, ვადოში, კამუნიასი, სოლა.

    მწვრთნელი: ხოსე მენდილიბარი.

    გოლები: 1:0 მიგელ ფლანო (66, ს.კ.), 2:0 რიოსი (90).

    მსაჯი: მატეუ ლაოსი.

    ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 12 (5)-9 (5), კუთხური: 11-8, თამაშგარე: 1-1, სეივი: 4-4, ჯარიმა: 7-12.



    სევილია-სოსიედადი 3:1 (0:0)

    სევილია, "სანჩეს პისხუანი”30000

    სევილია(4-4-2): ვარასი, სანჩესი, ესკუდე (დრაგუტინოვიჩი 90), კასერესი, დაბო, ალფარო, მედელი, რომარიკი, პეროტი (აკოშტა 65), კანუტე (რენატო 89), ნეგრედო.

    მწვრთნელი: გრეგორიო მანსანო.

    სოსიედადი(4-2-3-1): ბრავო, ლაბაკა, გონსალესი (სურუტუსა 75), ანსოტეგი, დე ლა ბელა, რივასი (პრიეტო 62), ელუსტონდო, ესტრადა, ბერგარა, გრიზმანი, იფრანი (აგირეჩე 62).

    მწვრთნელი: მარტინ ლაზარტე.

    გოლები: 1:0 კანუტე (54), 2:0 კანუტე (60), 2:1 აგირეჩე (73), 4:1 ნეგრედო (86).

    გაფრთხილებები: ესკუდე 45, კანუტე 52, ნეგრედო 83 - ელუსტონდო 13, ბერგარა 71, ლაბაკა 81.

    მსაჯი: ტურიენცო ალვარესი.

    ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 12 (9)-2 (1), კუთხური: 7-4, თამაშგარე: 1-4, სეივი: 0-1, ჯარიმა: 12-18.



    სარაგოსა-ესპანიოლი 1:0 (0:0)

    სარაგოსა, "ლა რომარედა”34000

    სარაგოსა(4-2-4-1): ფრანკო, იაროშიკი, ლანცარო, და სილვა, ობრადოვიჩი, გაბი, პონციო, ლაფიტა (ბრაულიო 90), ანდერ ერერა, ბუტაჰარი (ბერტოლო 62), უჩე (პონოლი 46).

    მწვრთნელი: ხავიერ აგირე.

    ესპანიოლი(4-2-3-1): კამენი, გალან ინიგო, ამატი, როდრიგესი, ჩიკა (ფონტე 74), ლოპესი, ვერდუ, ლუის გარსია, ივან ალონსო (ალვარო 61), კალეხონი (იზაიასი 61), ოსვალდო.

    მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო.

    გოლი: 1:0 პონციო (54).

    გაფრთხილებები: ანდერ ერერა 43, გაბი 80 - ლოპესი 88.

    მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი.

    ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 16 (1)-5 (0), კუთხური: 4-6, თამაშგარე: 1-0, სეივი: 2-5, ჯარიმა: 7-12.



    ვალენსია-ლევანტე 0:0

    ვალენსია, "მესტალია”35000

    ვალენსია(4-4-2): სანჩესი, მიგელი, დეალბერტი, რ. კოშტა (ტ. კოსტა 68), მეტიუ (ალბა 55), ხოაკინი, ალბელდა, ბანეგა, მატა, ჟონასი (ვისენტე 74), სოლდადო.

    მწვრთნელი: უნაი ემერი.

    ლევანტე(4-3-3): მუნუა, ხავი ვენტა, ბალესტეროსი, ნანო, ხუანფრანი, ტორესი, პალარდო (ლარეა 85), იბორა, ვალდო (სერა 90), კაისედო (სტუანი 76), ჩისკო ნადალი.

    მწვრთნელი: ლუის გარსია.

    გაფრთხილებები: მეტიუ 7, ბანეგა 25 - კაისედო 6, იბორა 10.

    გაძევება: ჩისკო ნადალი 22.

    მსაჯი: ფ. ტეიშეირა ვიტიენესი.

    ბურთის ფლობა: 69%-31%, დარტყმა: 14 (9)-2 (2), კუთხური: 5-2, თამაშგარე: 6-2, სეივი: 2-8, ჯარიმა: 12-2.



    ბარსელონა-დეპორტივო 0:0

    ბარსელონა, "კამპ ნოუ”87000

    ბარსელონა(4-3-3): ვალდესი, ჯონათანი (რომეუ 82), ბარტრა, ფონტასი, აბიდალი (მაქსველი 53), მასკერანო (ალვეში 53), კეიტა, ტიაგო, აფელაი, ბოიანი, ხეფრენი.

    მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.

    დეპორტივო(5-4-1): არანსუბია, ლაურე, ლოპო, აითამი, კოლოტო, პაბლო, დომინგესი, პერესი, ვალერონი (ჩისკო 90), ადრიანი (რიკი 82), ლასადი (გუარდადო 65).

    მწვრთნელი: მიგელ ანხელ ლოტინა.

    გაფრთხილებები: აითამი 42, ლოპო 78.

    მსაჯი: დელგადო ფერეირო.

    ბურთის ფლობა: 78%-22%, დარტყმა: 7 (2)-5 (4), კუთხური: 5-0, თამაშგარე: 1-0, სეივი: 4-2, ჯარიმა: 10-12.



    ბილბაო-მალაგა 1:1 (0:1)

    ბილბაო, "სან მამესი”38500

    ბილბაო(4-4-2): ირაისოსი, ირაოლა, ამორებიეტა, ეკისა, კასტილიო, ლოპესი (დე მარკოსი 78), ორბაისი (იტურასპე 90), მარტინესი, მუნიაინი, ტოკერო, ლორენტე (გაბილონდო 82).

    მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი.

    მალაგა(4-3-1-2): კაბალერო, გამესი, ველიგტონი, დემიკელისი, ელიზეუ, მარესკა (სტადსგაარდი 57), სილვა, რესიო, აპონიო, ბაპტიშტა, ხიმენესი (ფერნანდო 84).

    მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.

    გოლები: 0:1 რესიო (42), 1:1 ლოპესი (54, პენ).

    გაფრთხილებები: კასტილიო 51, ორბაისი 75 - დემიკელისი 29, რესიო 45, ბაპტიშტა 54.

    გაძევება: დემიკელისი 52.

    მსაჯი: მუნის ფერნანდესი.

    ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 6 (1)-2 (2), კუთხური: 5-7, თამაშგარე: 0-0, სეივი: 0-0, ჯარიმა: 11-14.



    ხიხონი-რასინგი 2:1 (1:1)

    ხიხონი, "ელ მოლინიონი”30000

    ხიხონი(4-2-3-1): ხუან პაბლო, სასტრე (ლორა 65), ბოტია, ერნანდესი, ხოსე ანხელი, კაზესი, რივერა, ნოვო (მორანი 70), დე ლას კუევასი, დ. კასტრო (კასტრო 85), ბარალი.

    მწვრთნელი: მანუელ პრესიადო.

    რასინგი(4-4-2): ფერნანდესი, პინილიოსი, ტორეხონი, ენრიკე, ფერნანდესი, ლუკე, ტატო (ლასენი 78), ციოლისი, მუნიტისი (პერესი 71), როზენბერგი (არიელი 58), ბოლადო.

    მწვრთნელი: მარსელინიო.

    გოლები: 0:1 ფერნანდესი (32), 1:1 დე ლას კუევასი (44), 2:1 ნოვო (52).

    გაფრთხილებები: დე ლას კუევასი 44.

    მსაჯი: მიგელ ანხელ გამესი.

    ბურთის ფლობა: 54%46%, დარტყმა: 17 (7)-5 (2), კუთხური: 7-1, თამაშგარე: 3-2, სეივი: 1-11, ჯარიმა: 18-27.



    ატლეტიკო-ერკულესი 2:1 (1:0)

    მადრიდი, "ვისენტე კალდერონი”45000

    ატლეტიკო(4-4-2): დე ხეა, ვალერა, პულიდო, დომინგესი, ფილიპე, რეიესი (ნოგუერა 90), ტიაგო (ასუნსაო 81), სუარესი, კოკე მეროდიო (ელიასი 83), ხუანფრანი, აგუერო.

    მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი.

    ერკულესი(4-2-3-1): ველთუისენი, კორტესი, პაცი, პამაროტი, ხუანრა, ფარინოსი (ფრიტცლერი 83), პენა, კიკო, გომესი, პორტილიო, ტრეზეგე.

    მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი.

    გოლები: 1:0 დომინგესი (2), 1:1 ტრეზეგე (67), 2:1 რეიესი (71).

    გაფრთხილებები: პულიდო 30 - კორტესი 19, პაცი 75, ხუანრა 90.

    მსაჯი: იტურალდე გონსალესი.

    ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 8 (3)-2 (1), კუთხური: 6-7, თამაშგარე: 3-0, სეივი: 2-2, ჯარიმა: 3-8.

    # გუნდი თ მ ფ წ ბ ქ
    1. ბარსელონა 37 29 6 2 92:20 93
    2. რეალი 37 28 5 4 94:32 89
    3. ვალენსია 37 20 8 9 62:44 68
    4. ვილიარეალი 37 18 8 11 54:43 62
    5. სევილია 37 16 7 14 59:59 55
    6. ბილბაო 37 17 4 16 57:54 55
    7. ატლეტიკო 37 16 7 14 58:50 55
    8. ესპანიოლი 37 15 4 18 44:52 49
    9. მალაგა 37 13 7 17 53:65 46
    10. ხიხონი 37 11 13 13 35:42 46
    11. რასინგი 37 12 10 15 40:54 46
    12. ლევანტე 37 12 9 16 40:50 45
    13. მალიორკა 37 12 8 17 38:52 44
    14. სოსიედადი 37 14 2 21 48:65 44
    15. ოსასუნა 37 12 8 17 44:46 44
    16. ხეტაფე 37 12 7 18 48:59 43
    17. დეპორტივო 37 10 13 14 31:45 43
    18. სარაგოსა 37 11 9 17 38:52 42
    19. ერკულესი 37 9 7 21 36:60 34
    20. ალმერია 37 6 12 19 35:62 30




    ბომბარდირები

    რონალდუ („რეალი") – 38, მესი („ბარსელონა") – 31, ვილია(„ბარსელონა"),როსი („ვილიარეალი"), ნეგრედო („სევილია") – 18, აგუერო („ატლეტიკო"),ლორენტე(„ბილბაო"), სოლდადო („ვალენსია") – 17, რონდონი („მალაგა") – 14, პედრო („ბარსელონა"), ბენზემა („რეალი"), კაისედო („ლევანტე") - 13.



    ბოლო ტური

    22 მაისი

    რეალი-ალმერია; ოსასუნა-ვილიარეალი; სოსიედადი-ხეტაფე; ესპანიოლი-სევილია; ლევანტე-სარაგოსა; დეპორტივო-ვალენსია; მალაგა-ბარსელონა; რასინგი-ბილბაო; ერკულესი-ხიხონი; მალიორკა-ატლეტიკო.


    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 710 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011