კატალონიური ”ბარსელონას” მცველი, ერიკ აბიდალი 37-ე ტურის მატჩში ძირითადში გამოვიდა და თითქმის მთელი მატჩი ითამაშა. ფეხბურთელი კმაყოფილია თავისი ფორმით და იმედი აქვს, რომ ”მანჩესტერ იუნაიტედთან” გასამართი ფინალისთვის სრულიად მზად იქნება, გვამცნობს მადრიდული as.
”ბარსელონასა” და ”იუნისეფის” ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაახანგრძლივონ თანამშრომლობა, რომელიც 2006 წელს დაიწყო და კონტრაქტის მიხედვით 2011 წლის ივნისში მთავრდებოდა. ”იუნისეფის” ლოგო დარჩება ”ბარსელონას” მაისურზე, მაგრამ ამჯერად ის მაისურის უკანა მხარეს, სანომრე ნიშნის ქვეშ განთავსდება.
”ბარსელონა” არის ის ერთადერთი გუნდი, რომელმაც ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა, განსხვავებით იტალიის, ინგლისის, გერმანიის, პორტუგალიისა და რუსეთის შარშანდელი ჩემპიონებისგან. ჯერ-ჯერობით არ არის გარკვეული საფრანგეთის ჩემპიონის ვინაობა.
ხოსეპ გვარდიოლა ”დეპორტივოსთან” თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა. ”ჩვენ არაფერი გვიჩუქებია. ასევე გაგვიჭირდებოდა ძირითადი შემადგენლობა რომ ყოფილიყო” - განაცხადა პეპმა.
შოტლანდიელმა სპეციალისტმა, სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ "ვემბლის" ფინალი მისთვის და მისი გუნდისთვის დიდი გამოწვევა იქნება. ასევე მან პეპ გვარდიოლას ურჩია, რომ დიდი სიფრთხილით მოეკიდოს წითელთა თავდასხმის ხაზს.
ჯგუფი Eldrine-ი ევროვიზიაზე საუკეთესო ათეულში მოხვდა და მეცხრე ადგილზე გავიდა. ჯგუფის წევრებმა სიმღერა One More Day შეასრულეს. ბოლო ხმის მიცემამდე, საქართველოს წარმომადგენლები მე-8 ადგილზე იმყოფებოდნენ, თუმცა მერე მათ ირლანდიურმა დუეტმა გადაუსწრო. წლევანდელი გამარჯვებული კი აზერბაიჯანული დუეტი Ell&Nikki გახდა. მათ საგრძნობლად გაუსწრეს მეორე და მესამე ადგილებზე გასულ იტალიელ და შვედ კონკურსანტებს.
ესპანეთის ჩემპიონატის ოცდაცამეტ შეხვედრაში გატანილი 38 გოლი - ასეთია მადრიდის „რეალის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს სუპერშედეგი. ძნელია, თანამედროვე ფეხბურთში მოვძებნოთ მოთამაშე, რომელსაც ამ შედეგის გამეორება ძალუძს. ლა ლიგისთვის სარეკორდო, 38-გოლიან ნიშნულს რონალდუმ „ვილიარეალთან" გამართულ მატჩში დუბლის შესრულებით მიაღწია და ალბათ, ეჭვი არავის ეპარება, რომ გათამაშების ბოლო ტურში, პორტუგალიელი საკუთარ მონაგარს კიდევ უფრო გაზრდის და რეკორდს, რომელიც აქამდე უგო სანჩესსა და ტელმო სარას ეკუთვნოდათ, ერთპიროვნულად დაეპატრონება.
უამრავი სიახლე დაიწერა და ითქვა ”ბარსელონას” მომავალ ფორმებთან დაკავშირებით. მართალია, ჯერ კლუბის ხელმძღვანელობას ოფიციალურად არ განუცხადებია ამის შესახებ, თუმცა კატალონიელთა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაიდო ახალი საშინაო მაისურების მაკეტი. წინასწარი ინფორმაციით კლუბი ახალი ფორმის პრეზენტაციას ხვალ, 17 მაისს მოახდენს.
რომში Internazionali BNL d’Italia-ს ფინალში სადღეისოდ პლანეტის ორი უძლიერესი ჩოგბურთელი, რაფა ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი გავიდნენ და წლეულს მათ მეოთხე ფინალურ დაპირისპირებას სპორტული სამყარო მოუთმენლად ელოდა.