მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 12:28
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 27 » გახდომის ალტერნატიული გზა


    18:01
    გახდომის ალტერნატიული გზა
      

    ჭარბი წონა მარტო კი არ აუშნოებს ადამიანს, არამედ ჯანმრთელობასაც ვნებს. სპეციალისტები ჭარბ წონას უკავშირებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, შაქრიან დიაბეტს, ოსტეოპოროზს, შაკიკს, დეპრესიას... ცხოვრების რიტმის აჩქარება, არასაკმარისი ფიზიკური აქტიურობა, ფასთფუდი და, უბრალოდ, გემრიელი კერძები, რომლებზეც უარის თქმა მძიმე დღის შემდეგ ძალიან გვიჭირს, სიმსუქნისა და მისი თანამდევი პრობლემების მიზეზად იქცევა. ექსპერიმენტების შედეგად ამერიკელმა დიეტოლოგებმა დაადგინეს, რომ მხოლოდ კვების რაციონის შეცვლაც კი ჭარბი წონით გამოწვეულ დაავადებებს 30-40%-ით აიშვიათებს. ჭარბი წონის თავიდან ასაცილებლად უნდა ვიცოდეთ, როგორი საკვებია აუცილებელი ორგანიზმის ოპტიმალური მუშაობისთვის და როგორს თავი უნდა ვარიდოთ.

    მნიშვნელოვანია არა ერთი კვირა, თუნდაც თვე, დიეტის გაძლება, არამედ იმ ფაქტის აღიარება, რომ სიმსუქნისკენ ბრძანდებით მიდრეკილი, კვების რეჟიმის შეცვლა და განუხრელი დაცვა. რეჟიმი დაბალანსებული უნდა იყოს. რასაკვირველია, ცხიმისა და შაქრის ოდენობის შემცირება აუცილებელია, მაგრამ მათზე უარის თქმას არ გირჩევთ. ასევე არ გირჩევთ რაციონიდან პურის, მაკარონისა და ბურღულეულის ამოღებას. მათ, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, დიდი ხანია ურჩევენ, რაციონში შვრიის შემცველი პროდუქტები ჩართონ. როგორც დიეტურ საკვებს, შვრიას არაჩვეულებრივი პოტენციალი აქვს, რადგან სწორედ მის შემადგენლობაში შედის ფერმენტი, რომელიც ორგანიზმს
    ცხიმის ათვისებას უადვილებს. გარდა ამისა, ეს მარცვლეული შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს კუჭუკანა ჯირკვალზე. დაბოლოს, შვრია მდიდარია რთული ნახშირწყლებით, მაღალხარისხოვანი ცილებითა და უჯრედისით.

    რა საჭიროა უჯრედისი?
    უჯრედისი ყოველდღიური რაციონის აუცილებელ ელემენტად არის მიჩნეული. მას შეიცავს ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული. არსებობს უჯრედისის ორი ვარიანტი: ხსნადი და უხსნელი. წონის დაქვეითებას ორივე უწყობს ხელს. უჯრედისი კუჭს ავსებს, მაგრამ ნაწლავებში არ მუშავდება და მოუნელებლად გამოიყოფა. სამაგიეროდ, აქტიურად უწყობს ხელს საჭმლის მონელებას. ხსნადი უჯრედისი არეგულირებს ცხიმოვან ცვლას, ხელს უწყობს სხეულის მასის ნორმალიზებას, ავლენს მატონიზებელ მოქმედებას. უხსნელი უჯრედისი აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას და ერთგვარი სახვეწივით მოქმედებს - გარეთ გამოაქვს ნაწლავებში დაგროვილი წიდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უჯრედისს აქვს მცირე ენერგეტიკული ღირებულება და ამცირებს იმ პროდუქტების კალორიულობას, რომელთა შემდგენლობაშიც შედის. სასურველია დღეში დაახლოებით 25 გ უჯრედისის გამოყენება, მაგრამ, სტატისტიკის თანახმად, ადამიანთა უმრავლესობა 8-10 გრამსაც კი არ იღებს. უჯრედისის მიღება შესაძლებელია დაცეხვილი მარცვლეულისა და შვრიის შემცველი პროდუქტების საშუალებით.

    რატომ მაინცდამაინც შვრია?
    შვრიის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ის ნაწლავის კედლებზე ბლანტ დამცავ აპკს წარმოქმნის. ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, შვრიას კიდევ ერთი ღირსება აქვს: მასში შემავალ სახამებელს ორგანიზმი ნელა ამუშავებს და ითვისებს, ამიტომ შვრიის ფაფა ადამიანს დიდი ხნით ანაყრებს. ისევე, როგორც ყოველგვარი მარცვლეულისა, შვრიის მომზადებაც ძალიან ადვილია. ცხოვრების ჯანსაღი წესის მრავალი მიმდევარი მას ოდნავ მოხარშულს ან უმს მიირთმევს, ამატებს ბიოდანამატებს, იოგურტს, თაფლს, კაკალს, ხილს. დღეს შვრიას მრავალი პროდუქტი შეიცავს: ხრაშუნა პური და ნამცხვარი, მაკარონი, იოგურტი, სხვადასხვა სასმელი... ტრადიციული პური თამამად შეიძლება შევცვალოთ შვრიის ხრაშუნა კვერებით, ნამცხვარსა და ორცხობილას კი შვრია არა მარტო სასიამოვნო გემოს, არამედ სასარგებლო თვისებებსაც სძენს. რასაკვირველია, შედეგი უკეთესი იქნება, თუ რაციონს ფიზიკურ დატვირთვასაც შეაშველებთ. მაგრამ რაციონის კორექციით შეგიძლიათ სილამაზისა და ჯანმრთელობისკენ პირველი ნაბიჯი გადადგათ.

    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Advice – რჩევები | ნანახია: 783 | დაამატა: Germana | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011