ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მოსკოვის დიდი სლემის წილისყრის შედეგები გამოქვეყნდა. 28-29 მაისს ჩასატარებელ ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 150 ათასი დოლარია, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 5-კაციანი შემადგენლობით გამოვა.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის, ფიფას ეთიკის კომიტეტი, ამავე ორგანიზაციის პრეზიდენტის, იოზეფ ბლატერის წინააღმდეგ ვიცე-პრეზიდენტ მოჰამედ ბინ ჰამანის მიერ წაყენებულ ბრალდებას შეისწავლის.
კატალონიური "ბარსელონას” ხელმძღვანელობამ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხებისთვის, თავის ფეხბურთელებს საპრემიო თანხის სახით, 18 მილიონი ევრო გამოუყო.
წლევანდელი "ჩემპიონთა ლიგის" ფინალი, კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტ სანდრო როსელისთვის პრეზიდენტის რანგში პირველი იქნება. მართალია სეზონის დასრულებამდე წინ კიდევ ერთი მატჩია, მაგრამ იგი უკვე თამამად აცხადებს, რომ გუნდმა ეს სეზონი შესანიშნავად ჩაატარა...
სულ უფრო ცოტა დრო რჩება "უემბლის" ფინალამდე და სულ უფრო ცოტა ფეხბურთში "ჩახედული" ადამიანი რჩება, რომელსაც თავისი აზრი ჟურნალისტებისთვის არ გაენდია. "ევროსპორტმა" მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მოახერხა და ინტერვიუ "ბარსასა" და "მანჩესტერის" ყოფილ შვედ ფეხბურთელთან, ჰენრიკ ლარსონთან ჩაწერა...
"ბარსას" სპორტულმა ვიცე–პრეზიდენტმა, ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე, პრესას განუცხადა, რომ რა ანგარიშითაც არ უნდა დასრულდეს ფინალი, ეს სეზონი მაინც "ჩინებული" იქნება
ამერიკული საიუველირო ბრენდი Mouawad-ი,რომლის საიუველირო ნაწარმს ატარებენ Hollywood-ის ვასრკვლავები.მიიღო ადგილი გინესების წიგნში,მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ჩანთის წარმოდგენით,რომლის ღირებულება დაახლოებით 3.8 მილიონი დოლარია.
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდმა, ლიონელ მესიმ, განაცხადა, რომ იგი მშვიდად ემზადება "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გასამართი ფინალური მატჩისთვის და ის მომავალში არ აპირებს აკტალონიური გრანდის დატოვებას. იტყობინება BBC.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, პატრის ევრამ, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, რომელიც გიამართება "უემბლიზე", 28 მაისს, განაცხადა, რომ ნამდვილად რთული გადასატანი იქნება მისთვის კიდევ ერთი მარცხი ფინალურ ეტაპზე. იტყობინება გამოცემა "Sky Sports".
კორეის ნაკრებისა და "მანჩესტერი იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პარკ ჯი სუნმა, ისაუბრა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაზე, რომელიც შედგება "უემბლიზე", 28 მაისს. კორეელი სავარაუდოდ "წითელი ეშმაკუნების" ძირითად შემადგენლობაში იასპარეზებს. იტყობინება გამოცემა "Sky Sports".
კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდი, იბრაჰიმ აფელაი, ესაუბრა თანაგუნდელებს და უთხრა, რომ თუ გამარჯვება სურთ, მაშინ აუცილებლად უნდა გაუტანონ გოლი "მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს", ედვინ ვან დერ საარს
"ბარსელონას" ყოფილმა მექსიკელმა მცველმა, რაფაელ მარკესმა განაცხადა, რომ ძალიან სურს სამშაბათს იხილოს მისი თანაგუნდელის, ჩიჩარიტოს დუბლი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს "ბარსელონას" გამარჯვებაში ხელს არ შეუშლის.
ჟურნალმა O'logy გამოაქვეყნა ფოტოგრაფ Miing Huang - ის საინტერესო ფოტოსესია, რომელიც მიეძღვნა მხატვრობის სხვადასხა მიმართულებას. ფოტოსესიაში მონაწილეობდნენ მოდელები: Gia Tang, Lawrence Liu, Mandy Wei, Leona Chang, Russel, Pace Chen.
საცურაო კოსტუმების ავსტრალიურმა ბრენდმა Nathanpaul წარმოადგინა 2011 წლის ზაფხულის სარეკლამო კამპანია. ცხელი ფოტოსესიის ფოტოგრაფს წარმოადგენდა მაია ელენა (Mariah Jelena).
პიტერ ლინდბერგი (Peter Lindbergh) გაერთიანდა ნატალია ვადიანოვასთან (Natalia Vodianova) პეკინში Vogue China - თვის კინემატოგრაფიული ფოტოსესიის გადასაღებად. ჟაო ლეის (Zhao Lei) თანმხლებით ნატალია სეირნობდა ჩინეთის დედაქალაქის ქუჩებში.
Mert & Marcus - შექმნეს ფოტოსესია ფრანგული Vogue - თვის სტივენ მეიზელის (Steven Meisel) 1989 წლის ნამუშევრების მიხედვით. სტივენის ფოტოსესიაში მონაწილეობდა უმშვენიერესი ლინდა ევანგელისტა (Linda Evangelista). მერტმა და მარკუსმა კი ფოტოსესიისთვის მოიწვიეს იზაბელ ფონტანა (Isabeli Fontana). რომელს გამოუვიდა უკეთესად თავად შეაფასეთ.
განათლებით ინჟინერმა და მოწოდებით მხატვარმა მეჰმეტ ოზგურმა (Mehmet Ozgur) ფოტოგრაფიის და Photoshop ის მეშვეიბოთ შექმნა არაჩვეულებრივი "სურათები კვამლისგან" . მეჰმეტი დაიბადა ევროპაში, სწავლობდა აზიაში, ამჟამად მუშაობს სამხრეთ ამერიკაში.
პრინს ლაუდერი (Prince Lauder) ცნობილია ფსევდონიმით Carlos Guerrero - ძალიან ნიჭიერი მექსიკელი ილუსტრატორი, რომელიც იყენებს შერეულ ტექნიკას მოდური ილუსტრაციების შესაქმნელად.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დაუგეგმავი ვიზიტით პაკისტანს ეწვია. მოსალოდნელია, რომ კლინტონი ისლამაბადსა და ვაშინგტონს შორის შექმნილი დაძაბულობის განმუხტვას შეეცდება, რომელიც ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ წარმოიშვა.
21 აპრილს, 20:00 საათზე, პეკინის 5 ნომერში გაიხსნა ფრანგული ბრენდ "პრომოდის” ექსკლუზიური მაღაზია. გახსნას ესწრებოდნენ ბრენდის წარმომადგენლები 5 ქვეყნიდან: საფრანგეთი, ინდოეთი, ბელგია, ყაზახეთი, სასომხეთი. ცერემონიაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ ქართული ბომონდის წარმომადგენლები. სამოდელო სააგენტოები , ქართული ბეჭდვითი და ტელე მედიის წარმომადგენლები, დიზაინერები. ბრენდი ქართულ ბაზარზე შემოიყვანა კომპანია „ედრესმა" , რომლის მაღაზიებია: Etam Lingerie, Celio, Tom Tailor, 123, Gerry Weber, JOOP, Dpam. პრომოდი - ქალთა Prêt-à-Porter ბრენდი. პრომოდის ტანისამოსის ხაზი წარმოდგენილია სადა, ქალური, თანამედროვე და ხელმისაწვდომი მოდელებით და გათვლია 16-45 წლის ახალგაზრდა ქალებისთვის. ამჟამად პრომოდს უკვე აქვს 800 მაღაზია მსოფლიოს 45 ქვეყანაში. პრომოდმა იცის თუ რა სურთ ქალებს. ეცადე შეურიო 40 წლების რეტრო გაზახული- ზაფხულის კოლექციას, თავისი ყვავილოვანი დეკორაციებით. ჩაიცვი 50 წლების ქვედაბოლოები, 70 წლების ბობ მარლის სტილით შთაგონებული პრინტები. პრომოდს სწორედ კარგად დავიწყებული ძველის განახლებაზე აქვს აღებული ორიენტირი. www.promod.com თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები ედრესის მაღაზიათა შესახებ პირველებმა დაიმატეთ Facebook-ზე www.facebook.com/adressge
ნანუკას შოუში შედგა სოფო ხალვაშის კლიპის პრემიერა. კლიპის სიუჟეტი საკმაოდ გამაღიზიანებელი აღმოჩნდა, რადგან მისი საკმაოდ დიდი მაწილი იყო გადმოღებული სხვა უცხოური კლიპიდან - ორენ ლავეს "Her Morning Elegance"