მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

ოთხშაბათი, 15.05.2024, 00:04
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 27 » დიდ სლემზე ბადეები შეავსეს


    20:23
    დიდ სლემზე ბადეები შეავსეს
    ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მოსკოვის დიდი სლემის წილისყრის შედეგები გამოქვეყნდა. 28-29 მაისს ჩასატარებელ ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 150 ათასი დოლარია, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 5-კაციანი შემადგენლობით გამოვა.
    ხვალ მედლები მამაკაცთა პირველ სამ წონით კატეგორიაში – 60, 66 და 73 კილოგრამებში გათამაშდება და საქმეში ორი ქართველი, ამბაკო ავალიანი და ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73 კგ) ჩაერთვება. კენჭისყრაში არც ერთს არ გაუმართლა. თუ ყველაფერი ლოგიკურად მოხდა, საწყის ეტაპზე ორივე ტურნირზე პირველ-მეორე ნომრად განთესილ მეტოქეს დაუპირისპირდება.
    ავალიანი დიდ სლემს ჩინელ ვეი ლიუსთან შეხვედრით გახსნის, გამარჯვების შემდეგ კი, მსოფლიო რეიტინგის მეშვიდეადგილოსან ჰოლანდიელს, დექს ელმონს დაეჭიდება. ტატალაშვილი საქმეში პირდაპირ მეორე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება და მისი მოწინააღმდეგე რუსი დენის იარცევი იქნება. ამ წყვილში გამარჯვებული კი, სავარაუდოდ, ევროპის 2008 წლის ჩემპიონს, ბელგიელ დირკ ვან ტიჩელტს შეხვდება. ოღონდ, ამან იქამდე ესტონელი კინტერ როტბერგისა და ბელარუსი ალექსეი რამანჩუკის წყვილში საუკეთესოს უნდა აჯობოს. ვან ტიჩელტი ამ 73 კილოგრამში ყველაზე მაღალრეიტინგიანია (მე-4 ადგილი) მათ შორის, ვინც მოსკოვურ ტატამზე გავა.
    კვირას საქმეში 81, 90, 100 და +100 კილოგრამში მოჭიდავე მამაკაცები ჩაერთვებიან. საქართველოს დროშის ქვეშ კი ლევან ჟორჟოლიანი, ალექსანდრე მსხალაძე (ორივე 100 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) იჭიდავებენ. ჟორჟოლიანი და მსხალაძე ტურნირს მეორე წრით დაიწყებენ, ისევე, როგორც მათი მეტოქეები: კამერუნელი ფრანკ მარტიალ მუსიმა ევანე და უზბეკი უტკურ კურბანოვი. მსხალაძეს წარმატების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ეგვიპტელ რამადან დარვიშთან მოუწევს დაპირისპირება, ხოლო თუ ეს ბარიერიც დაძლია, მეოთხედფინალში ყველაზე რეალური ბელგიის სახელით მოჭიდავე ჰოლანდიელთან, ევროპის ორგზის ჩემპიონ (2002 და 2010 წლებში) ელკო ფან დერ ხესტთან მოუწევს შეხვედრა. ლევან ჟორჟოლიანის ბადეში კი, მასპინძელთა ჯილა სერგეი სამოილოვიჩია. ქართველი და რუსი ძიუდოისტების გზები მეოთხედფინალში იკვეთება.
    ხანჯალიაშვილს პირველ მოწინააღმდეგედ ყირგიზი იური კრაკოვეცკი ერგო. მოგების შემთხვევაში კი, გერმანელი ანდრეას ტოლცერისა და მონღოლი სუგარიარგალ ბოლდპურევის წყვილიდან გასულს დაეჭიდება მეოთხედფინალში გასასვლელად. ტოლცერი მსოფლიო რეიტინგის მესამეადგილოსანია და მოსკოვის დიდ სლემზე მეორე ნომრადაა განთესილი. მასზე მაღალრეიტინგიანი (მე-2 ადგილი) ეგვიპტელი ისლამ ელ შეჰაბი ბადის მეორე მხარესაა.
    მამაკაცების პარალელურად, მოსკოვში ქალებიც გამოავლენენ ჩემპიონ-პრიზიორებს. საქართველოს ნაკრების ერთადერთი წევრი ნინო ოძელაშვილი საქმეში კვირას ჩაერთვება და პირველსავე წრეში ერთ-ერთ ფავორიტს, სამხრეთკორეელ იე-სულ ჰვანგს შეხვდება.
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 666 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011