"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა, კომენტარი გაუკეთა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს, რომელიც გუშინ, 28 მაისს გაიმართა და "ბარსელონამ" 3:1 იმარჯვა. სერ ალექსი საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებს ესაუბრა.
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა გუშინ ყველაზე მეტი ირბინა მოედანზე. მან თითქმის 12 კილომეტრი დაფარა 90 წუთის განმავლობაში 11950 მეტრი. "მანჩესტერის" შემადგენლობაში ამ მხრივ საუკეთესო რაიან გიგზი იყო 11160 მეტი, შემდეგ მოდიოდა პარკ ჯი – სუნი 11 056 მეტრი.
როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, გვარდიოლა საპრესკონფერენციო დარბაზში გაეშურა მატჩის შემდეგ, სადაც ჟურნალისტებს გაესაუბრა, ბუნებრივია ხოსეპი უზომოდ ბედნიერი გახლდათ.
"მანჩესტერმა" "პრემიერ – ლიგის" ტიტული დროზე ადრე გაიფორმა, ისევე როგორც "ბარსელონამ". მანჩესტერელთა პუბლიკამ იცოდა თავისი ოპონენტის შესახებ ფინალური მატჩისათვის, ამიტომაც "ბლექბერნთან" მატჩში, მანჩსტერული პუბლიკა სპეციალური პლაკატებით წარსდგა.
მატჩის დასრულების შემდეგ "მანჩესტერელთა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა კომენტარი გააკეთა მატჩთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ "ბარსელონამ" დამსახურებულად გაიმარჯვა და კატალონიელებს მიულოცა ეს გამარჯვება.
მატჩის დასრულების შემდეგ "მანჩესტერელთა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა კომენტარი გააკეთა მატჩთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ "ბარსელონამ" დამსახურებულად გაიმარჯვა და კატალონიელებს მიულოცა ეს გამარჯვება.
"ბარსელონას" ტექნიკური დირექტორი ძალიან გახარებული იყო ამ გამარჯვებით, ბუნებრივია "ბარსელონას" ნებისმიერ წარმომადგენელი და ქომაგი ზეიმობს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას, არც კლუბის დირექტორია გამონაკლისი. იგი მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.
დავიდ ვილიამ დღევანდელ მატჩში შესანიშნავი გოლი გაიტანა, ვან დერ საარისათვის ის ბურთი აუღებელი აღმოჩნდა და ალბათ ყველა მეკარისთვისაც. მართლაც, რომ ბოლომდე იბრძოლა ესპანელმა შვიდიანმა და საწადელსაც მიაღწია. მან პირველი ლიგა მოიგო თავის კარიერაში.
ისტორიაში მე–4 თასის მოგების შემდეგ, როდესაც პეპ გვარდიოლა მიემართებოდა გასახდელისაკენ, მას ჟურნალისტებმა ჩამოართვეს ინტერვიუ, ინტერვიუ არ იყო ვრცელი, მაგრამ იყო მრავლისმეტყველი.
დასრულდა 2010/11 წლის სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, დასრულდა "ბარსელონას" სრული ტრიუმფით ადასრულდა. 3:1 საბოლოო გამარჯვება კატალონიელებს დარჩათ. თასი "ბარსელონაში" ბრუნდება, "მანჩესტერი" უემბლის გენიალურ სტადიონს თავდაწეული ტოვებდა.