როგორც წესი მოდელები ცდილობენ კინოში გადასვლას, მაგრამ ეშტონ კატჩერმა დაამსხვრია ეს სტერეოტიპი. გუშინ მსახიობი ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად გამოჩნდა პოდიუმზე მოდის კვირის ფარგლებში სან-პაულოში. ეშტონმა და ალესანდრამ წარმოადგინეს ერთ-ერთი ბოლო კოლექცია ესპანური ბრენდისა - Colcci, რომლის სახეებიც ისინი არიან.
18 წლის ქეთევან ჯოხარიძე, თეატრალური უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია. ის ავტოკატასტროფაში მოჰყვა და უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. 18 წლის სტუდენტი ახლა კომაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატის საშუალებით ებრძვის სიკვდილს.
ქეთევან ჯოხარიძის სიცოცხლის გადარჩენას, მედიკოსები ამ წუთებშიც ცდილობენ. 18 წლის ახალგაზრდას, სიცოცხლის გადასარჩენად მატერიალური დახმარება ესაჭიროება. მისი მკურნალობა დიდი ხარჯებთანაა დაკავშირებული. ქეთი ჯოხარიძის სახელზე ანგარიშია გახსნილი და მსურველებს საშუალება აქვთ თანხა, „ლიბერთი ბანკში" შემდეგ ნომერზე გადარიცხონ GE16LB0711146725682000. ჩვენი ძალიან დიდი თხოვნაა სხვადასხვა საიტების ადმინებთან იქნებ გაავრცელოთ თქვენს ვებ-გვერდებზე.
ტიმ ლეინგი (Tim Laing) - ინგლისერი freelance ილუსტრატორი, რომელიც ამჟამად ცხოვრობს მელბურნში, ავსტრალია. თავის ჯერ-ჯერობით არც თუ ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ტიმმა მოასწრო ემუშავა New York Times, Wallpaper*UK, DasMonk, Vanishing Elephant და T-Bar - თან. მისი შთაგონების წყაროა წიგნები და ფილმები.
Super A Market - ახალი მარაზია, რომელიც გაიხსნა ტოკიოში. ეს არის მულტიბრენდული ბუტიკი, სადაც შეიძლება იყიდო შესანიშნავი ნივთები. ინტერიერის დიზაინი შექმნა Masamichi Katayama - მ Wonder Wall - დან.