საქართველოს პარლამენტში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა უწყებაში მიმდინარე რეფორმების პრეზენტაცია გამართეს. დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების წევრებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე, სამინიტროს ადმინისტრაციის უფროსი ანდრო გიგაური და ანალიტიკური დეპარტემენტის უფროსი ოთარ კახიძე ესაუბრნენ.